კულტურამთავარი

ფარაჯანოვის „ტრიპტიხი“ შეიტანეს საფრანგეთის პომპიდუს ცენტრის ეროვნულ კოლექციაში

საფრანგეთის პომპიდუს ცენტრის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექციაში შესატანად შედგა სერგეი ფარაჯანოვის აღდგენილი ფილმების: “ტრიპტიხი – კიევის ფრესკები” (1966), “ჰაკობ ჰოვნათანიანი” (1967) და “არაბული ნაყშები ფიროსმანის თემაზე ” (1985) ახალი 35 მმ-იანი ფირის გადაცემის ცერემონია. აღსანიშნავია, რომ ფარაჯანოვის „ჰაკობ ჰოვნათანიანი“ (1967) პირველი სომხური ფილმია, რომელიც მუზეუმის კოლექციაში შევიდა.

იმავე დღეს პომპიდუს ცენტრის თანამედროვე ხელოვნების ნაციონალური მუზეუმის (Musée National d’Art Moderne) დარბაზში გაიმართა ფილმების ჩვენება. შესავალი სიტყვა წარმოთქვა პომპიდუს ცენტრის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ქსავიერ რეიმ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საფრანგეთში ჰასმიკ ტოლმაჯიანი.

ს. ფარაჯანოვის სამი ფილმის აღდგენის მთელი პროცესი წარმოდგენილი იქნა სომხეთის ეროვნული კინოცენტრის პარტნიორის, პროგრამის „სომხური კინოს კლასიკოსების“ კურატორის, კინორესტავრაციის ექსპერტის  დანიელ ბირდის პრეზენტაციით. ღონისძიებას სომხეთის ეროვნული კინოცენტრის დირექტორი შუშანიკ მირზახანიანი და სომხეთის საქველმოქმედო კავშირის (AGBU საფრანგეთის ფილიალის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფილმები აღდგენილი იქნა   პროექტის „სომხური კინოს კლასიკოსები“ ფარგლებში სომხეთის ეროვნული კინოცენტრის ორგანიზაცია „ჰამო ბეკნაზაროვის პროექტის“ მიერ.  რესტავრაცია დაფინანსებული იქნა  „Fixafilm“-ისა და  „ Kinoklassika“-ს მიერ. რესტავრირებული ფილმების ახალი 35მმ-იანი ასლების დაბეჭდვას დოვჟენკოს სახელობის ცენტრისა და  კინოსტუდია „ქართული ფილმის“  მუდმივი საარქივო კოლექციისათვის აფინანსებდა სომხეთის საქველმოქმედო კავშირი (AGBU), სომხეთის  ეროვნული კინოცენტრი, პომპიდუს ცენტრი, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) .  

ნახეთ მეტი
Back to top button