კულტურა

დავით ბაბაიანის “კაფკას სიზმარი” შევიდა ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალში ” Film Maudit”

 ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კაფკას სიზმარი“ მოხვდა ლოს-ანჯელესის მე-3 საერთაშორისო კინოფესტივალში «Film Maudit 2.0». ის გაიმართება 2022 წლის 12-23 იანვარს, იუწყება სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.

ამ ფესტივალის სახელწოდება, რომელიც ფრანგულიდან ითარგმნება როგორც “დაწყევლილი ფილმები”, შეირჩა ლეგენდარული მხატვრის ჟან კოკტოს პატივსაცემად, რომელმაც შექმნა ტერმინი “Maudit film”, როგორც  ოფიციალური კინოს საპირწონე, ავანგარდული ფილმების პოპულარიზაციისთვის და გამართა “დაწყევლილი ფილმები”-ს ფესტივალის ორი გამოცემა: 1949 და 1950 წ.

კინოფესტივალი ეძებს „სათავგადასავლო“ ნამუშევრებს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე, აკრძალულ თემებზე და რთულ მხატვრულ ჰიპოთეზებზე. ,,კაფკას სიზმარი“ ბრწყინვალედ აკმაყოფილებს ყველა ამ კრიტერიუმს.

ფილმის ავტორი და რეჟისორია დავით ბაბაიანი, პროდიუსერი არმინე ჰარუთიუნიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button