საერთაშორისო

ირანი ომიკრონის შტამის გავრცელების გამო ხურავს საზღვარს სომხეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან

ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარი 15 დღით დაიკეტება კორონავირუსის ომიკრონის შტამის გავრცელების საფრთხის გამო, იტყობინება TASS.

„ომიკრონის შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარი 15 დღით დაიკეტება“, – განაცხადა ირანის საბაჟოს წარმომადგენელმა სეიედ რუჰოლა ლატიფიმ.

სომხეთთან საზღვრის გარდა, ჩაკეტილია საზღვრები თურქეთთან, ერაყთან, ავღანეთთან, აზერბაიჯანთან და პაკისტანთან.

ნახეთ მეტი
Back to top button