კულტურა

2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, სომხეთს 816 ათასი ტურისტი ეწვია: დიდი ნაკადი იყო რუსეთიდან, ირანიდან და აშშ-დან

2021 წელი საკმაოდ აქტიური იყო სომხეთის ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა მაჩვენებლები არადამაკმაყოფილებელია 2019 და მის წინა წლეებთან შედარებით.  ამის შესახებ აღნიშნა სომხეთის  ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არტურ ხაჩატრიანმა „არმპრესთან“  საუბარში.

„წლევანდელი მონაცემები ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ ნოემბერში 816 ათასი შემოსული ტურისტი გვყავდა. ვფიქრობ, დეკემბრის მონაცემების შეჯამებით, 900 ათასის ზღვარს გადავლახავთ. 2020 წლის რთული პერიოდის ინდექსს თუ შევადარებთ, წლევანდელი მონაცემები 50%-ით გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით ვხედავთ, რომ 50%-ით ჩამოვრჩებით. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი,  რომ მივაღწიოთ 2019 წლის ზღურბლს და წინ წავიწიოთ“, – განაცხადა არტურ ხაჩატრიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button