ანალიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაკარგები – რეალურ რიცხვებს მალავენ, მტკიცებულებებს ცვლიან

სპეციალიზებული ვებ-გვერდი „რაზმინფო“ თავის სანდო წყაროებზე დაყრდნობით ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს აზერბაიჯანის არმიაში მსხვერპლის რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, 2021 წელს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში და მასთან დაკავშირებულ ძალოვან სტრუქტურებში იყო მინიმუმ 78 მსხვერპლი, მათი უმეტესობა არასაბრძოლო პირობებში.

„რაზმინფოს“ კოორდინატორმა კარენ ვრთანესიანმა „რადიოლურს“ განუცხადა, რომ ომის წინა სურათისგან განსხვავებით, ახლა დანაკარგების მიზეზები დასაბუთებულია, რაც  აზერბაიჯანის ხელისუფლებას კრიტიკისგან ათავისუფლებს.

სპეციალიზებულმა ვებ-გვერდმა „რაზმინფო“,  სანდო წყაროებიდან გაარკვია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში და მასთან ძალოვან სტრუქტურებში  2021 წლის 78 მსხვერპლიდან მინიმუმ 13 საბრძოლო პირობებშია დარეგისტრირებული, 58-ის შესახებ არასაბრძოლო პირობებში სიკვდილის ჰიპოთეზა გავრცელდა,  კიდევ 7-ის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. დანაკარგებიდან 3-ს ჰქონდა  ვიცე პოლკოვნიკის წოდება, მინიმუმ 24 წვემამდელი იყო.  78 მსხვერპლიდან აზერბაიჯანმა ოფიციალურად მხოლოდ 53 გამოაცხადა, დანარჩენს აზერბაიჯანის ოპოზიციური საინფორმაციო საიტები და სოციალური ქსელები ავრცელებენ.

„არცახის 44-დღიანი ომის შემდეგ, ბაქო ცდილობს გააცნობიეროს თავისი დანაკარგები შეიარაღებულ ძალებში, მიზეზი ერთია –  არ მოხდეს მთავრობის გაკრიტიკება“, განუცხადა რაზმინფოს კოორდინატორმა კარენ ვრთანესიანმა Radiolur-ს. ის აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი თითქმის ყოველთვის მალავს თავის დანაკარგებს, რომელთაგან ზოგიერთი თვეებისან წლების შემდეგაც კი ვლინდება.

ნახეთ მეტი
Back to top button