საზოგადოება

თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანია Flyone Armenia-ს სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა

თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანია Flyone Armenia-ს სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. ავიაკომპანიის პირველი ფრენა ერევანი-სტამბოლი-ერევნის მიმართულებით 2 თებერვალს არის დაგეგმილი.

„ავიაკომპანია Flyone Armenia-მ თურქეთის საავიაციო ხელისუფლებისგან სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე ნებართვა მიიღო. პირველი ფრენა 2 თებერვლისთვისაა დაგეგმილი“, – განაცხადა ავიაკომპანია Flyone Armenia-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, არამ ანანიანმა.

იქამდე ცნობილი გახდა, რომ FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან ერევანი-სტამბოლი-ერევნის ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღეს.

ნახეთ მეტი
Back to top button