მთავარიპოლიტიკა

ბაქოში სომხების ხოცვა-ჟლეტიდან 32 წელი გავიდა (ფოტო)

ოცდათორმეტი წლის წინ, 1990 წლის  13-19 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ათიათასობით სომეხი იძულებით გაასახლეს. სომხების წინააღმდეგ  6 დღიანი ბოროტმოქმედების შემდეგ 250 ათასამდე სომეხმა ქალაქი დატოვა.  

1990 წლის  13-19 იანვრის ხოცვა-ჟლეტა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის (NA) მიერ იყო ორგანიზებული და ხელისუფლების მიერ დაფინანსებული.

ანტისომხური ისტერიის ტალღა აზერბაიჯანში ჯერ კიდევ 1988 წელს აგორდა.  1990 წლის 13 იანვარს ათასობით ადამიანისაგან შემდგარი მომიტინგეების ბრბო ჯგუფებად დაყოფილი  შეიჭრა სომხების სახლებში წინასწარ მონიშნულ მისამართებზე. ადამიანებს სცემდნენ აუპატიურებდნენ, ფანჯრებიდან ყრიდნენ, რკინის ჯოხებით და დანებით კლავდნენ. ეს ხოცვა-ჟლეტა 6 დღეს გაგრძელდა.  

მხოლოდ 19 იანვარს, როცა ბაქოში საბჭოთა მმართველობას საფრთხე შეექმნა, მიხეილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას ბაქოში წესრიგის აღდგენის მიზნით  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ფაქტების მიმალვისა და გაუმჟღავნებლობის  გამო, ბაქოს ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპული სომხების ზუსტი რაოდენობის დათვლა ვერ მოხერხდა, მაგრამ სხვადასხვა მონაცემებით 1988-1990 წწ. 500-600-ს მაინც აღწევს. სომხების ხოცვა-ჟლეტა და მათ წინააღმდეგ რეპრესიები გაგრძელდა 1990 წლის  იანვრის შემდეგაც, რამაც გამოიწვია აზერბაიჯანიდან სომხების გამოსახლება.

მიუხედავად აზერბაიჯანის უარყოფის პოლიტიკისა, ბაქოში და ადრე, 1988 წ. თებერვლის ბოლოს სუმგაითში, ისევე როგორც კიროვაბადში (განჯა) სომხების ხოცვა-ჟლეტა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგმო. სომხების ხოცვა-ჟლეტა 1988, 1990 და 1991 წლებში დაგმო   ევროპარლამენტმაც თავის რეზოლუციებში.  2002 წ. ფაქტი  დააფიქსირა და მისი შედეგების შესახებ სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ლტოლვილთა კომისიის თავმჯდომარე ბილ ფრელიკი.

თვითმხილველთა ჩვენებები, ისევე როგორც ზემოაღნიშნული დადგენილებები ცხადყოფენ, რომ  სომხების წინააღმდეგ ოპერაციები ბაქოსა და სუმგაითში ორგანიზებული იყო და განხორციელდა  აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვით.

ნახეთ მეტი
Back to top button