მთავარიპოლიტიკა

სრ ეროვნული კრების დელეგაცია, მისი სპიკერის ხელმძღვანელობით აშშ-ში გაემგზავრება

სრ ეროვნული კრების თავმჯდომარის – ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია 15-20 იანვარს სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრება. როგორც იუწყება „არმენპრესი“, პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდა.

ბრძანებულების თანახმად, დელეგაციაში შედიან ფრაქცია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ ხელმძღვანელი ჰაიკ კონჯორიანი, დეპუტატი მარია კარაპეტიანი, ფრაქცია „პატივი მაქვს“ ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ჯგუფი.

პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის კიდევ ერთი ბრძანებულებით, 17-20 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას დროებით შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჰაკობ არშაკიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button