მთავარიპოლიტიკა

ჩვენი შთაბეჭდილებით, თურქეთი იზიარებს ჩვენს აზრს დიალოგის წინაპირობების გარეშე დაწყების შესახებ: სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთი მოელის, რომ თურქეთთან დიალოგის პროცესის შედეგად სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება, ასევე გაიხსნება საზღვარი ორ ქვეყანას შორის, – განუცხადა “არმენპრესს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა.

14 იანვარს დაგეგმილი სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის წინ, ჰუნანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა, სომხური მხარის შთაბეჭდილებით, ასევე იზიარებს  ჩვენს აზრს დიალოგის წინაპირობების გარეშე დაწყების შესახებ.

„სომხეთის მოლოდინები ამ დიალოგისგან, ფაქტობრივად, ისეთივეა, როგორიც იყო 1990-იანი წლების დასაწყისიდან. მოველით, რომ პროცესის შედეგად დამყარდება დიპლომატიური ურთიერთობები სომხეთსა და თურქეთს შორის. ორ ქვეყანას შორის საზღვარი, რომელიც ცალმხრივად ჩაკეტა თურქეთმა 1990-იანი წლების დასაწყისში, გაიხსნება”, – განაცხადა ჰუნანიანმა. პარტიას სურს სომხეთ-თურქეთის დიალოგის გზით მიაღწიონ შეთანხმებას.

შეეხო რა იმ აზრს, რომ თურქეთთან დიალოგის დაწყებაზე თანხმობით სომხეთმა უკვე მიიღო ის წინაპირობები, რასაც თურქეთი ყოველთვის აყენებდა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის კონტექსტში, სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა თქვა:

„სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის აცხადებდა, რომ მზადაა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისათვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ამასთან დაკავშირებით, უნდა განვაცხადო, რომ სომხეთის მიდგომა არ შეცვლილა, იგივე პოზიციაა სომხეთის  მთავრობის 2021-2026 წლების  პროგრამაში“.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო პარტნიორებთან კონტაქტებში არაერთხელ გვითქვამს  რომ ვიცავთ პრინციპს – „წინასწარი პირობების გარეშე“.  ჩვენი აზრით, თურქეთი იზიარებს ჩვენს აზრს დიალოგის წინაპირობების გარეშე დაწყების შესახებ“, – განაცხადა ჰუნანიანმა.

სპიკერმა ასევე თქვა, რომ მოსკოვში სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრას რუსული მხარე უმასპინძლებს.

„ფაქტობრივად, ეს პირველი შეხვედრა შემეცნებითი ხასიათის იქნება. ძნელია იმის მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრის შედეგად შესაძლებელი იქნება ხელშესახები შედეგების მიღწევა, მაგრამ ეს პროცესი დაიწყება“, – განაცხადა ჰუნანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button