პოლიტიკა

ალი აკბარ ველაიათი: ჩვენ ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება გვაქვს კავკასიის მიმართ და არ დავუშვებთ საზღვრების შეცვლას

ჩვენ ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება გვაქვს კავკასიის რეგიონის მიმართ, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის მიმართ, რომელიც ჩვენი საზღვრის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია. ამის შესახებ ისლამური რევოლუციის ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ალი აკბარ ველაიათიმ განაცხადა, იუწყება  არხი  khayalpressa313 Telegram.

„კავკასიაში ჩვენი მეზობელი ქვეყნების საზღვრებს ჩვენთვის აქვს უსაფრთხოების ეფექტი, ანუ ჩვენ თანახმა არ ვართ  საზღვრების არანაირ ცვლილებაზე. წარსულმა და დღევანდელმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ თუ ქვეყნების საზღვრები შეიცვლება, იქმნება კრიზისი და უცნობია, როგორ დასრულდება ის.  მთავარი ის არის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩვენთან საერთო საზღვარი აქვთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შეიცვალოს საზღვრები და იქ შეიქმნას ისეთი ქვეყნები, რომლებიც ბუნებით იქნებიან ისეთი აგრესიული, როგორიც არის შეერთებული შტატები“, – განაცხადა ველაიათიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button