საზოგადოება

სომხური სტარტაპები ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებულები გახდნენ

Golden Kitty Awards 2021-ის ფარგლებში, Product Hunt-ში კენჭისყრაზე წარდგენილი იქნა სტარტაპები ნომინაციაში   „წლის საუკეთესო პროდუქტი“.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სიაში შეტანილი 33 პროდუქტიდან 5 სომხურია.

კატეგორიაში „წლის საუკეთესო პროდუქტი“  წარმოდგენილნი არიან სომხური სტარტაპები: PodCastle, Softr, LuckyCarrot, Leanbe, Lrnkey. სომხური ARLOOPA ნომინირებული იყო ProductHunt-ის მიერ ნომინაციაში “წლის საუკეთესო აპლიკაცია”.

ARLOOPA, გაძლიერებული რეალობის დანამატი, მოხვდა კატეგორიაში „საგანმანათლებლო“,  წარმოდგენილი იქნა  „წლის საუკეთესო დანამატში“. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა  დირექტორმა არმან ათოიანმა აღნიშნა, ვარაუდობდნენ, რომ კონკურსში  იქნებოდა ნომინაცია  „ვირტუალური რეალობაც“, რომელშიც ისინი მოხვდებოდნენ.

„ხალხმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ გაძლიერებული ვირტუალური რეალობა მომავალი თაობის ტექნოლოგიაა,  აპლიკაცია კი – ერთ-ერთი საუკეთესოა ამ კლასში.  ჩვენ გვჯერა  რომ შრომა დაგვიფასდება“,   –  აღნიშნა არმან ათოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button