საერთაშორისო

8 728 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი – 19 იანვრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 43 ადამიანი, 8 545 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 63 605 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 33 350 ტესტით, ხოლო 30 255  PCR-ით. 18 იანვარს აიცრა 9 334 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი  13,72%-ია, ბოლო 14 დღის –  10,44%-ია, 7 დღის –  10,93%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 015 592 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 943 212 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  14 555 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button