მთავარიპოლიტიკა

არმენ გრიგორიანმა დეტალები გააცნო სომხური მხარის მიერ ბაქოსთვის წარდგენილი წინადადებების შესახებ

სრ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა დეტალები გააცნო სომხური მხარის მიერ ბაქოსთვის წარდგენილი წინადადებების პაკეტის შესახებ.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, არმენ გრიგორიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გაკეთებული წინადადებები ეხება საზღვარზე არსებულ ვითარებას.

 „სარკიანი ვერსიით ჯარების გაყვანაზეა საუბარი, საზღვრის გასწვრივ სასაზღვრო ჯარების განლაგებაზე, საბჭოთა კავშირის რუკის გათვალისწინებით. აგრეთვე ეხება ხელსაყრელი პირობების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესის დაწყებას“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

უშიშროების საბჭოს მდივანმა აცნობა, რომ ბაქოსადმი მიმართული წინადადებები წერილობით იქნა წარდგენილი და წერილობითი პასუხი ჯერ არ მიუღიათ. „პროცესს ახლა საზღვარზე არსებული ჯარების განლაგებით კი არ ვიწყებთ, არამედ საბჭოთა კავშირის არსებულ რუკას ვიღებთ საფუძვლად და ჯარები სარკისებური ვერსიით უკან იხევენ. დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცესის შემთხვევაში ვერც ერთი თემი, სომხეთის ტერიტორია ვერ აღმოჩნდება ნეიტრალურ ზონაში“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს 9 ნოემბრის განცხადების დებულებებს, არმენ გრიგორიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს ეხებიან საერთაშორისო პარტნიორებთან განხილვისას. სომხური მხარე მოელის, რომ აზერბაიჯანი სრულად შეასრულებს 9 ნოემბრის განცხადების ყველა დებულებას.

ნახეთ მეტი
Back to top button