მთავარიპოლიტიკა

აშშ-სომხეთის ურთიერთობების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ბრედ შერმანი დააჯილდოვა სომხეთის სახელმწიფო ორდენით

ამერიკელი კონგრესმენი ბრედ შერმანი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით სახელმწიფო ორდენით დაჯილდოვდა. როგორც “არმპრესი” იტყობინება, კონგრესმენს ჯილდო გადასცეს  სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა და აშშ-ში სომხეთის ელჩმა ლილიტ მაკუნცმა.

„ჩემთვის დიდი პატივია სომხეთის რესპუბლიკის ელჩის შეერთებულ შტატებში ლილიტ მაკუნცისა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის  სპიკერის ალენ სიმონიანისგან სომხეთის სახელმწიფო ორდენის მიღება. სახელმწიფო ორდენი ეძღვნება სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას. „ეს ჯილდო მივიღე სომხეთის  პრეზიდენტის არმენ სარქისიანის ბრძანებულებით  აშშ-სომხეთის ურთიერთობების განმტკიცებაში  ჩემი ძალისხმევისთვის“, – წერს კონგრესმენი ბრედ შერმანი „ფეისბუქის“  საკუთარ გვერდზე.

ნახეთ მეტი
Back to top button