საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კლინიკა “ვივა მედში” იგეგმება

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან “ვივა მედში” გადაყვანა იგეგმება. ეს, ჯერჯერობით, ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციაა, საკითხზე კი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრეს. 

“ჩვენამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, ვგულისხმობ დაცვის მხარეს, რომ აპირებენ მის [მიხეილ სააკაშვილის] გადაყვანას კლინიკა “ვივა მედში”, რომელიც არის რეფერალური კლინიკა სასჯელაღსრულების სამსახურის. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ეს, თუ თქვენ გარკვეულ ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით და რამდენად ადეკვატურია და მიიღებს სრულ მომსახურებას სააკაშვილი აი ამ რეფერალურ კლინიკაში” – ამ კითხვით მიმართა ნიკა გვარამიამ გადაცემის სტუმარ ექიმებს.

ექიმებიც ამბობენ, რომ “ეს ინფორმაცია დღეს ჩემამდეც მოვიდა. ნორმალური კლინიკაა, ნორმალური ექიმები არიან”…

ნახეთ მეტი
Back to top button