მთავარიპოლიტიკა

დემარკაციის საკითხში სომხურ მხარეს რაიმე წინაპირობა არ აქვს: ბაირამოვის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვის იმ განცხადებას, რომ ერევნის წინაპირობები დემარკაციის დასაწყებად ბაქოსთვის მიუღებელია. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა „არმენპრეს“-ის კითხვის საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხურ მხარეს დემარკაციის საკითხში რაიმე წინაპირობა არ აქვს.

„ვფიქრობ, ამ საკითხზე გარკვეული გაუგებრობაა. სომხურ მხარეს დემარკაციის წინაპირობა არ აქვს. საუბარია შეთანხმებებზე. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, რუსეთის ფედერაციისა  და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტების მიერ 26 ნოემბერს სოჭში გავრცელებულ სამმხრივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ „გაიდგას ნაბიჯები აზერბაიჯან-სომხეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაზრდელად  და დაიწყოს საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციისათვის კომისიის ფორმირება”.

ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ დადასტურდა და 14 დეკემბერს ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივ შეხვედრაზე ევროსაბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული იქნა  შეთანხმება ჯარების გაყვანის შესახებ. ეს არის არა თუ წინაპირობა, არამედ მიღწეული შეთანხმების შესრულება.  სომხეთის მხარეს მიაჩნია,  რომ დემარკაციის პროცესი ზემოაღნიშნული შეთანხმებების შესაბამისად, მალე უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ჰუნანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button