მთავარიპოლიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ისაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ  ჩავუშოღლუმ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღის წესრიგში დგას თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადადგმული ნაბიჯები. ამის შესახებ “არმენპრესის” ცნობით, თურქული hurriyet.com.tr იტყობინება.

„მიზანი არის სრული დარეგულირება. სომხებიც  ასევე ძალიან კმაყოფილნი არიან ამით. სრული დარეგულირების პროცესში, გარდა იმისა, რომ დაიწყება საჰაერო ფრენები, დაინიშნება სპეციალური წარმომადგენლები, აგრეთვე შესწავლილი იქნება, თუ რა სხვა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ამ მიმართულებით”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩავუშოლლუმ განაცხადა, რომ შემდგომში სპეციალური წარმომადგენლები  განიხილავენ ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button