ეკონომიკა

ედუარდ მარტიროსიანმა სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრა

სპეციალისტები სომხეთის ახალი ატომური ელექტროსადგურისათვის, რომლის მშენებლობასაც „როსატომი“  სომხეთში აპირებს, რუსეთში გადამზადდებიან. ამის შესახებ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა ედუარდ მარტიროსიანმა TASS-ის კორესპოდენტს აცნობა.

აღნიშნულია, რომ სომხეთში არსებული ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის ვადა 2026 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი მოხდება მისი კიდევ 10 წლით გაგრძელება. როგორც ედუარდ მარტიროსიანმა აღნიშნა,  ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას 10-12 წელი დასჭირდება.

ედუარდ მარტიროსიანმა განაცხადა, რომ განიხილება მცირე სადგურების ვარიანტიც. მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა GeoProMining Armenia-მ ააშენოს ასეთი სადგური სიუნიქის რეგიონში.

ნახეთ მეტი
Back to top button