პოლიტიკა

ერდოღანს „3+3“ ფორმატით მორიგი შეხვედრის გამართვა სურს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აპირებს „3+3“ ფორმატით მორიგი შეხვედრის გამართვას თურქეთის, სომხეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Anadolu.

დაგეგმილია თურქეთ-ირანის ურთიერთობებისა და რეგიონული საკითხების განხილვა.

მანამდე ერდოღანმა გამოთქვა სურვილი თურქეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის გამართვის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის „3+3“ პირველი სესია რუსეთის (რუდენკო), სომხეთის (გევორგიანი), აზერბაიჯანის (ხალაფოვი), თურქეთის (ონალი) საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ასევე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორ ჰაგიგიანის თანათავმჯდომარეობით. საქართველოს წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე მოწვეულნი იყვნენ, შეხვედრაზე თავი შეიკავეს.

ნახეთ მეტი
Back to top button