საზოგადოება

კიდევ 31 გარდაცვლილი და 7 947 ახალი შემთხვევა – 24 იანვრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის  7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 5 550 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

გარდა ამისა, ლაბორატორიულად დადასტურდა “ომიკრონის” 1 532 შემთხვევა.

stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 059 392 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული –  967 585 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 732
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 22,65%, ბოლო 14 დღის – 13,08%, ბოლო 7 დღის – 16,61%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა – 1 352, იმერეთი – 857, ქვემო ქართლი – 282, შიდა ქართლი – 266, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი – 98, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ნახეთ მეტი
Back to top button