საზოგადოება

რა შემთხვევაში მიიღებს პირი “მწვანე პასპორტს” თუ არ გატესტილა, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები – ახალი რეგულაცია

როგორც ქართული მედია გვაცნობებს, დღეიდან საქართველოში კიდევ ერთი ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში – პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და “მწვანე პასპორტსაც” მიიღებენ –  ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში,” – განაცხადა გამყრელიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button