კულტურა

სომეხი მედუდუკის ალბომი 2022 წლის Songlines Music Awards-ის მოკლე სიაში მოხვდა

სომეხი მედუდუკე არსენ პეტროსიანი “Songlines Music Awards 2022” საუკეთესო შემსრულებლის ტიტულისთვის იბრძვის თავისი ალბომისთვის “Hokin Janapar”.

დაჯილდოება “Songlines Music Awards” მე-14-ედ იმართება. ჯილდოზე ყოველწლიურად ნომინირებული არიან ნიჭიერი მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მას ფართოდ აშუქებს საერთაშორისო მედია. კონკურსის ვებსაიტზე შესაძლებელია საუკეთესო შემსრულებლის ან მუსიკალური ჯგუფის ხმის მიცემა. ხმის მიცემა ღია იქნება 31 იანვრამდე.

სომეხი მედუდუკის ალბომი ლონდონში გამოვიდა და დიდი აღიარება მოიპოვა. მომავალ თვეში არტისტი ევროპის რიგ ქალაქებში გაემგზავრება.

ნახეთ მეტი
Back to top button