პოლიტიკა

თურქეთი სომხეთსა და თავის პროვინციებს შორის ფრენების გახსნას გეგმავს

ანკარა თავის პროვინციებსა და სომხეთს შორის გეგმავს ფრენების გახსნას და ერევანთან სავაჭრო კავშირების გაფართოებას, იტყობინება სამშაბათს გაზეთი Hüriyyet, თურქეთის პრეზიდენტის ოფისში საგარეო პოლიტიკის შესახებ დახურულ დისკუსიებზე დაყრდნობით.

„პირველ ნაბიჯად გადაწყდა სომხეთთან საჰაერო კომუნიკაციის გახსნა. შემდეგ დღის წესრიგში დადგება სხვა რეგიონებში ფრენების საკითხი. კერძოდ, ვანი შეიძლება გახდეს ტურისტული ცენტრი სომხებისთვის. პარალელურად იგეგმება ზოგიერთი ისტორიული ნაგებობის აღდგენა, როგორიცაა ხიდი და ყარსის მახლობლად მდებარე შენობები, რასაც სომხები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამავდროულად, გაფართოვდება სავაჭრო კავშირები, რათა შემცირდეს სომხური დიასპორის ზეწოლა“, – წერს გაზეთი.

მანამდე თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ თურქეთი და სომხეთი საჰაერო კომუნიკაციას 2 თებერვლიდან გახსნიან და რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება.

ნახეთ მეტი
Back to top button