საერთაშორისო

“კანონიერმა ქურდმა” საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთიდან უჩივლა

საფრანგეთში უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული კრიმინალური ავტორიტეტი  კახა შუშანაშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისაგან  საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს, იუწყება „Sputnik საქართველო“.

შუშანაშვილი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში “კახა რუსთავსკის” სახელით არის ცნობილი, საფრანგეთის სასამართლომ 2010 წელს დამნაშავედ ცნო კიდევ ერთი “კანონიერი ქურდის” ვლადიმერ ჯანაშიას ( მეტსახელად “ლადო”)  შეკვეთილ მკვლელობაში.

2020 წელს სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში მცხოვრებ რამდენიმე „კანონიერ ქურდს“ საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რათა მათთვის  ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება შეეზღუდა. გარდა ამისა, თუ საზღვარზე დაკავების შემთხვევაში მათ საქართველოში არ დააბრუნებენ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ შუშანაშვილის სარჩელი უკვე მიიღო.

კახა შუშანაშვილის ქალიშვილმა, თათია შუშანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამამისი 12 წელი იხდიდა სასჯელს მარსელში. ის კერძო საკანშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება,  სამშობლოში ექსტრადირებას ითხოვს, ამისთვის კი ქართული პასპორტი სჭირდება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას დაედო, საიდანაც ჩანს  კახაბერ შუშანაშვილმა 2015 წელს მიიღო  რუსეთის მოქალაქეობა. ადვოკატი აცხადებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ყალბია, რადგან ინტერპოლის წითელი წრის მიერ იმ დროს ძებნილი შუშანაშვილი სასჯელს უკვე მარსელის ციხეში იხდიდა.

შუშანაშვილის გარდა, პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი სხვა „კანონიერმა ქურდებმაც“ შეიტანეს. ძირითადად იმათმა,  ვინც 2013-18 წლებში ქართულმა სასამართლოებმა გაამართლეს, მაგრამ განაჩენის გამოტანის შემდეგ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა.

ნახეთ მეტი
Back to top button