მთავარიპოლიტიკა

პროკურატურამ არმენ სარგსიანის პრეზიდენტად გახდომამდე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ პუბლიკაცია გაუგზავნა ეროვნული უშიშროების სამსახურს

პროკურატურამ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს გადაუგზავნა საინფორმაციო საიტის ,,ჰეტქ“-ის პუბლიკაცია პრეზიდენტად გახდომამდე არმენ სარგსიანის  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ. „არმენპრეს“-ის ცნობით ამის შესახებ იტყობინება სრ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

პროკურატურის ცნობით, პუბლიკაცია გადაეცა ეუს-ს, იმის მხედველობაში მიღებით, რომ  სარგსიანის ორმაგი მოქალაქეობის ფაქტის დამალვის საქმესთან დაკავშირებით 2021 წ. აპრილში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე დოკუმენტების გაყალბების მუხლით. პუბლიკაცია სწორედ ამ საქმის კონტექსტში გახდება შემოწმების საგანი.

,,ჰეტქ“-ის ინფორმაციის თანახმად, სომხეთის პრეზიდენტს ჰქონდა სენთ ქითსისა და ნევისის პასპორტი, რაც სარგსიანთან მიმოწერის დროს დადასტურდა. კონსტიტუციის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის ერთ-ერთი მოთხოვნაა იყოს მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში და მუდმივად იცხოვროს სომხეთში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button