პოლიტიკასაერთაშორისო

უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრას მოითხოვს – რადამ განცხადება მიიღო

,,მთავარი არხი” წერს, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში განცხადება მიიღეს, რომლითაც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრას მოითხოვენ. უკრაინელი კანონმდებლები განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებს მიმართავენ.

განცხადების მიღებას 282-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“.

„უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, სხვა ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადებისა და მოდელის განსაზღვრას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელი დეპუტატები ამბობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირება და შეფასება უნდა ჰქონდეს რუსეთის ქმედებაზე, რომელიც ახლა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით ემუქრება მეზობელ სახელმწიფოს და ითხოვს, არ გაფართოვდეს ნატო აღმოსავლეთით. 

ნახეთ მეტი
Back to top button