ეკონომიკა

„ჩვენ ომი არ წაგვიგია აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან“: სომხეთსა და არცახში დრონების ლაბორატორიები გაიხსნება

2022 წელს სომხეთსა და არცახში დრონების  9 ლაბორატორიის გახსნა იგეგმება. ამის შესახებ  დღეს სომხეთის მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის (UITE) უკვე ყოფილმა დირექტორმა რაფი კასარჯიანმა  2021 წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან თქვა,  ამჟამად სომხეთში, მონტე მელქონიანის სამხედრო კოლეჯში მხოლოდ ერთი ასეთი ლაბორატორია მუშაობს. ის დაარსდა 2021 წელს, 44-დღიანი არცახის ომის შემდეგ.

მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის ახალდანიშნულმა დირექტორმა, სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის ყოფილმა მინისტრმა ჰაიკ ჩობანიანმა აღნიშნა,  რომ სომხეთის მომავალს მხოლოდ  IT ინდუსტრიის განვითარებაში ხედავს.

„ომის დროს ჩვენ დავინახეთ რა კრიტიკული შეცდომა იყო სომხეთისთვის, რომ არ ჰქონოდა საკუთარი სამხედრო მრეწველობა, რადგან როცა ჩვენი საზღვრები დაიხურა, ჩვენი შეიარაღებული ძალების მოწინავე ტექნოლოგიებით გამოკვების შესაძლებლობაც მოისპო, სწორედ ამით დავმარცხდით. ჩვენ არ წაგვიგია  აზერბაიჯანელ ჯარისკაცთან, ჩვენ წავაგეთ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში დანერგილ ტექნოლოგიებთან“, – განაცხადა ჩობანიანმა.

ჩობანიანის თქმით, ახალი ომის მოსაგებად სომხეთს ახალი ტექნოლოგიები სჭირდება. ამ მიზნით, მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირმა დაიწყო ტექნოლოგიური პოტენციალის მობილიზაციის ახალი პროცესი.

ნახეთ მეტი
Back to top button