საერთაშორისო

მოუწიათ „თურქული ჯოჯოხეთის“ გავლა: „აეროფლოტის“ ყველა მგზავრი რუსეთში დაბრუნდა

„აეროფლოტის“ 500-მდე მგზავრი, რომლებიც აქამდე ამინდის პირობების გამო სტამბოლიდან ფრენას ვერ ახერხებდნენ, მოსკოვში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახური იტყობინება.

„წუხელ „აეროფლოტის“ ყველა მგზავრი ავიაკომპანიის ორი რეისით, რომლებმაც დიდთოვლობის გამო სტამბოლიდან ფრენა ვერ მოახერხეს, მოსკოვში დაბრუნდნენ. “დაახლოებით 500 ადამიანი”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

მაგრამ წარმატებული ფრენების დაწყებამდე რუსმა ტურისტებმა სტამბულის აეროპორტის ჯოჯოხეთის 9-ვე საფეხური  გაიარეს. მგზავრები თვითმფრინავიდან შვიდი საათის განმავლობაში ვერ ჩამოვიდნენ. სტამბულის აეროპორტში კიბეები არ იყო გათვალისწინებული.

ზოგს იატაკზე ეძინა, თავისივე ტანსაცმელზე  და თავქვეშ ჩანთა ამოდებულს. რესტორნებში, მაღაზიებში და ავტომატურ მანქანებში მგზავრებმა უკვე იყიდეს მთელი წყალი და საკვები. ფრენის მოლოდინში ანა რჟევსკაიამ თქვა, რომ სტამბულის აეროპორტის პერსონალს არავიტარი დახმარება არ გაუწევია, არც სამედიცინო.

„ამ ყველაფრისგან საშინელი თავის ტკივილი დამეწყო,, მივედი სამედიცინო ცენტრში,  მხოლოდ წნევის გაზომვა ვთხოვე, ამბობენ, ფასიანია, 12 ლირა, დაახლოებით 70 რუბლი“, – იხსენებს ანა რიჟევსკაია.

პირველი რვასაათიანი ლოდინის შემდეგ მგზავრებს, რომლებიც ხაფანგში იყვნენ, ანუ უკვე გავლილი ჰქონდათ საპასპორტო კონტროლი, მაგრამ თვითმფრინავში ვერ ჩასხდნენ, წყალი და სენდვიჩები დაურიგეს.

„არავითარი პირობა არ შეუქმნიათ. აეროპორტში ძალიან ციოდა, საბნებიც არ მოგვცეს“, – ამბობს ლარისა ალექსეევა.

მეორე დღეს ბევრს ამოეწურა მოთმინება. ხალხმა სასტუმროში განთავსების მოთხოვნით აქცია მოაწყო. შედეგად, ზოგიერთ მგზავრს, ძირითადად ბავშვებს, სასტუმროს ნომრები გადაეცა.

Pobeda Airlines-მა სტამბულის აეროპორტი რუსების დაცინვაში დაადანაშაულა. სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტმა (IST) შვიდი საათის განმავლობაში ვერ უზრუნველყო კიბე Pobeda-ს თვითმფრინავისთვის, განაცხადა „აეროფლოტის„  შვილობილმა  კომპანიამ  Instagram-ზე.

ნახეთ მეტი
Back to top button