მთავარიპოლიტიკა

რუსეთი ხელს უწყობს კრიზისული სიტუაციების მშვიდობიან მოგვარებას, მათ შორის მთიან ყარაბაღში: ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად უწყობს ხელს კრიზისების მშვიდობიან, დიპლომატიურ გადაწყვეტას სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მთიან ყარაბაღში, სირიაში და სხვაგან.

ამის შესახებ ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  სხდომა მიმდინარეობდა თემაზე: „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები“.

„ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს კრიზისების  მშვიდობიან პოლიტიკურ და დიპლომატიური გადაწყვეტას სხვადასხვა რეგიონში, იქნება ეს მთიანი ყარაბაღი, სირია, ლიბია, ავღანეთი, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი, კორეის ნახევარკუნძულზე ირანის ბირთვული პროგრამის გამო ვითარება თუ სხვა“, – განაცხადა ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთი ძალისხმევა ხელს უწყობს მსოფლიოში ვითარების საერთო გაუმჯობესებას, განამტკიცებს რუსული მხარის, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button