მთავარიპოლიტიკა

საქართველომ სომხეთს იუსტიციის მობილური სახლების დანერგვის გამოცდილება გაუზიარა

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრეასიანმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხელი მოაწერეს  თანამშრომლობის მემორანდუმს.  როგორც „არმენპრესი“ იუწყება, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, კარენ ანდრეასიანმა რატი ბრეგაძეს მადლობა გადაუხადა დელეგაციის, რომელსაც ის ხელმძღვანელობს,  სომხეთში ვიზიტისთვის.

„ჩვენ გვაქვს დიდი დღის წესრიგი, რომლის ამოწურვას უახლოეს ორ დღეში ვეცდებით. ჩვენს პირველ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა იტალიაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ წამოვაყენეთ მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხება სომხეთს, რადგანაც ჩვენ ამჟამადვახორციელებთ.   იუსტიციის სახლების დანერგვის გამოცდილება, რომელიც საქართველომ განახორციელა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ახლა ვიწყებთ იუსტიციის სახლების მშენებლობას და განვითარებას”, – განაცხადა ანდრეასიანმა.

“აღფრთოვანებული ვარ მოძრავი იუსტიციის სახლით, დავათვალიერე ავტომობილი და ნამდვილად შესანიშნავია. საქართველოს აქვს ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება ამ სფეროში, თუნდაც იუსტიციის სახლები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გვიზიარებთ გამოცდილებას, რომ ჩამოიყვანეთ და გვიჩვენეთ მობილური იუსტიციის სახლის ავტომობილები,” – აცხადებს კარენ ანდრეასიანი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში განხორციელებული რეფორმების პოპულარიზაცია და მათი ექსპორტია. მინისტრის თქმით, თებერვლის ბოლოს საქართველოში, ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიმართება. “ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ამ რეფორმების პოპულარიზაცია, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ბუნებრივია მათი ექსპორტი. ვფიქრობთ ეს იქნება ძალიან წარმატებული სტარტი სომხეთიდან. გარდა ამისა, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ თებერვლის ბოლოს უკვე გაიმართება ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი, უკვე საქართველოში და ასევე ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის ისეთ სფეროზე, როგორიც არის მომავალში ინვესტიცია,” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button