მთავარისაზოგადოება

სომხეთში სომხური არმიის დღე აღინიშნება

28 იანვარს სომხეთი აღნიშნავს სომხური არმიის დღეს. 1992 წ 28 იანვარს მთავრობამ მიიღო „ისტორიული გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შესახებ“, რითაც კანონიერად გამოაცხადა სომხური ეროვნული არმიის დაარსება. დამოუკიდებელი სომხეთის თავდაცვის პირველ მინისტრად ვაზგენ სარგსიანი დაინიშნა, რომელიც ტერორისტებმა 1999 წლის 27 ოქტომბერს რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში დახვრიტეს.

2002 წელს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ შეიტანა ცვლილებები კანონში „დღესასწაულებისა და ხსოვნის დღეების შესახებ“, რომლის მიხედვითაც სომხური არმიის დღე გახდა არასამუშაო.

დღეს სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობა სომხეთის არმიის უმაღლესი სამეთაურო შტაბი ეწვევა სამხედრო პანთეონს “იარაბლურს”, რათა პატივი მიაგოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის თანგაწირული სომხების ხსოვნას.

ნახეთ მეტი
Back to top button