
ევროკავშირი ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ აღნიშნა, აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების დაბრუნებაზე ისაუბრა.
„აზერბაიჯანის მიერ 8 სომეხი ტყვეს სომხეთში დაბრუნება კიდევ ერთი დადებითი მოვლენაა ემანუელ მაკრონთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. ევროკავშირი მხარს უჭერს სტაბილურობასა და კეთილდღეობას რეგიონში“, – თქვა შარლ მიშელმა.







