
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა განაცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სომხეთი მიიწვია ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 11-13 მარტს გაიმართება.







