გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის სხდომა ერევანში ჩატარდება

2022 წლის 1-3 ივნისს ერევანში ჩატარდება გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის კომისიის 67-ე სხდომა.
სომხეთის ტურიზმის კომიტეტის ცნობით, გასულ წელს ათენში გამართული გაეროს განვითარების პროგრამის ევროპის რეგიონული კომისიის 66-ე სესიაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 67-ე სესიის სომხეთში გამართვის შესახებ.
ეს საშუალებას მისცემს ევროპის რეგიონის 40-მდე წევრი ქვეყნის ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს უშუალოდ ეცნობონ მათ ქვეყნებში ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებას, სამომავლო გეგმებს.
სხდომის ორგანიზება სომხეთში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გაეროს ტმო-სთან თანამშრომლობის გაფართოებას, აქტიურ მონაწილეობას ორგანიზაციის საქმიანობაში უახლოეს წლებში და ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ტურიზმის სფეროში სომხეთის პოზიციას ევროპაში და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყნებში.







