საზოგადოება
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მშენებარე ხიდის ყველა კოჭი დამონტაჟდა

სომხეთის საგზაო დეპარტამენტის ფონდის ინფორმაციით, სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან მდინარე დებედზე მშენებარე ხიდის აღმოსავლეთი მაწილის ყველა კოჭი დამონტაჟდა.ამჟამად კოჭების სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს დასავლეთ ნაწილზე.
სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტზე მშენებარე ხიდი, სახელწოდებით “მეგობრობა”, შედგება ორი ცალკეული ხიდისგან, რომლებიც ერთმანეთისგან 1 მ მანძილით არიან დაშორებული. თითოეული ხიდის სიგანეა 11,85 მ.
ხიდს ექნება გარე განათება და სანიაღვრე სისტემა. სადახლო-ბაგრატაშენის გადაკვეთის პუნქტზე ახალი ხიდის მშენებლობა სომხურ-ქართული ერთობლივი პროექტია.
ხიდის მშენებლობის პროგრამას ახორციელებს საგზაო დეპარტამენტის ფონდი.







