საზოგადოება
1 053 ახალი შემთხვევა და კიდევ 7 გარდაცვლილი – 22 მარტის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 7 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2 067 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 643 295
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 601 578
- მათ შორის გარდაცვლილი – 16 678
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,87%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო 7 დღის – 4,78%
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.







