
21 მარტს სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საფრანგეთში ჰასმიკ ტოლმაჯიანმა, მონ-დე-მარსელის მერის, შარლ დაიოს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სომხეთისადმი მიძღვნილი ორკვირეული ფესტივალის ოფიციალურ გახსნაში, სახელწოდებით „ოცნება“, რომელიც გაგრძელდება მონ-დე-მარსელში 21 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით. ამის შესახებ იუწყება საფრანგეთში სომხეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდი.
ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სერგეი ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმის ექსპონატების გამოფენა, ფრანგი სომეხი მოქანდაკის თოროს რასტ-კლანის ნამუშევრები, ფრანგი სომეხი ფოტოგრაფის ანტუან აგუჯიანის ნამუშევრების გამოფენა, საკონცერტო პროგრამებით გამოვლენ ჯაზ პიანისტი ტიგრან ჰამასიანი ვიოლინოჩელისტი ასტღიკ სირანოსიანი და სხვები.
2 აპრილს გაიმართება ქალაქ გიუმრის მიერ მონ დე მარსანისთვის ნაჩუქარი სომხური ხაჩქარ-შადრევანის ოფიციალური გახსნა, რა დროსაც გიუმრი და მონ დე მარსანი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით დაძმობილ ქალაქებად გამოცხადდებიან.







