
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნერ რაუნი 29 მარტიდან 1 აპრილამდე საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის.
საქართველოში მინისტრი რაუნი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერ საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს გიორგი ვოლსკის.
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს.
სომხეთში რაუნი შეხვდება პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს.
მისი ვიზიტის დღის წესრიგში შედის რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა.







