
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან განიხილა მთიანი ყარაბაღის საკითხი, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლის პრესსამსახური.
„მთიან ყარაბაღში სტაბილურობის შენარჩუნების შესახებ აზრთა გაცვლა გრძლდება. ხაზი გაესვა 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 26 ნოემბრის სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმებების მკაცრი დაცვის აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე განიხილა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებული ვითარება, სადაც ხაზი გაუსვა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტას.







