საზოგადოება
ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 232 ახალი შემთხვევა

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა 232 ახალი შემთხვევა.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 653 692
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 634 591
- მათ შორის გარდაცვლილი – 16 794
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,14% ბოლო 14 დღის – 1,32% ბოლო 7 დღის – 1,2%
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.







