
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწვევა 2022წ წლის მეორე ნახევარში კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სესიასთან დაკავშირებით, ეწვიოს სომხეთს.
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გამოთქვეს რწმენა, რომ მოსკოვში გამართული ეფექტური მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს სომხურ-რუსული მრავალმხრივი პრივილეგირებული მეკავშირეობის შემდგომ გაძლიერებას.
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს თბილი მიღებისთვის და რუსეთის ლიდერს დაუდასტურა მიწვევა 2022 წლის მეორე ნახევარში, კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სესიასთან დაკავშირებით ერევანში ვიზიტისთვის. მოწვევა მადლიერებით იქნა მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.







