
27 აპრილს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა მიიღო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის განმახორციელებელი დელეგაციის წარმომადგენლები.
ვიზიტის მიზანზე საუბრისას, 2021 წ. ვადამდელი არჩევნების დროს ეუთო/ დიაუო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა იოჰან მერფიმ აღნიშნა, რომ ისინი სომხეთში იმყოფებიან ეუთო/დიაუო-ს მიერ მომზადებული საბოლოო ანგარიშის წარსადგენად.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სომხეთში საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას, ასევე დემოკრატიული ქვეყნების პარლამენტებში მთავრობა-ოპოზიცია თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ფორმებს.







