კულტურა
დოკუმენტური ანიმაციური ფილმის “ავრორას გარიჟრაჟის” მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში შედგება

დოკუმენტური ფილმის „ავრორას გარიჟრაჟის“ მსოფლიო პრემიერა პრესტიჟულ ანიმაციურ ფილმების ფესტივალზე ANNECY-ზე შედგება, რომელიც საფრანგეთში იმართება. ფილმი სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაშია.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ იუწყება სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.
შეტყობინებაში ნათქვამია, რომ “ავრორას გარიჟრაჟი”, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორი ინა საჰაკიანია, არის ერთ-ერთი უნიკალური ფილმი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე კინემატოგრაფიულ ენაზე წარუდგენს სომეხი ხალხის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ფურცლის, სომეხთა გენოციდს გადარჩენილ ავრორა მარდიგანიანის გმირულ ისტორიას.
ფილმი გადაიღო კომპანიამ Bars Media-მ.







