კულტურა

მახვილგონიერება და ფილოსოფიური იუმორი. The Guardian-ი ფილმზე “ჩვენ ვართ, ჩვენი მთები”

ცნობილმა ბრიტანულმა Guardian-მა მოიხსენია ფილმი „ჩვენ ვართ, ჩვენი მთები“, წარმოადგინა და გააანალიზა მისი სიუჟეტი.

აღნიშნულია, რომ ფილმი ჰრანტ მათევოსიანის ამავე სახელწოდების ნაწარმოების საფუძველზეა გადაღებული, რეჟისორი კი ჰენრიკ მალიანია.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, სტატიის ავტორმა პიტერ ბრედშოუმ განაცხადა, რომ ფილმი Klassiki-ის  სტრიმინგ სერვისის პლატფორმაზე იქნება ნაჩვენები.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ფილმში ხაზგასმულია მახვილგონიერება და ფილოსოფიური იუმორი.

ფილმი „ჩვენ ვართ, ჩვენი მთები“ ლონდონის კინოთეატრ „ლუმიერში“ 10 მაისს იქნება ნაჩვენები, 10 მაისს კიასევე იქნება ,,კლასიკის“ პლატფორმაზე.

ფილმი „ჩვენ ვართ, ჩვენი მთები“ კინოსტუდიამ „ჰაიფილმმა“ გადაიღო 1969 წელს.

ფილმში თამაშობენ ისეთი დამსახურებული მსახიობები, როგორებიც არიან მჰერ მკრტჩიანი, სოს სარგსიანი, ხორენ აბრაჰამიანი, აზატ შერენცი, არტავაზდ ფელეშიანი, არმენ აივაზიანი.

ფილმის სიუჟეტი

იშხანის ფარაში უცნობი ცხვრები ჩნდებიან, და ის საღამოს შრომისგან დაღლილ მწყემსებსა და მთიბავებს სთავაზობს ცხვრის დაკვლას. დაუფიქრებლად,  მეგობრულად ცხვრებს კლავენ და მწვადს ამზადებენ. მწვადის ჭამის მომენტში რევაზი გამოჩნდება და მათ უერთდება. ჭამის შემდეგ რევაზი იხსენებს, რომ ცხვარი დაკარგა და მწყემსებს ეკითხება, უნახავთ თუ არა რაიმე უცნობი ცხვარი. იშხანი და მისი მეგობრები ხვდებიან, რომ რევაზის ცხვრები დაკლეს და ამ უკანასკნელის მოტყუებით გაცილებას ცდილობენ. ერევიან ზავენი და პავლე, რომლებიც უხეშად ია რევაზს.

რევაზის ცოლი პოლიციას მიმართავს, სოფელში გაგზავნილი გამომძიებელი ისტორიის კვანძის გახსნას ცდილობს. თუმცა, ლეიტენანტს ესმის, რომ ის, რაც გაკეთდა, არ არის მიზანმიმართული ქურდობა, ის გადაწყვეტს არ ჩაატაროს გამოძიება. მაგრამ იმისათვის, რომ იყოს მიუკერძოებელი თავისი ხელმძღვანელობის წინაშე, ის იწყებს კანონის თანახმად, საქმის გამოძიებას და მონაწილეთა დაკითხვას.

გამოძიების გასაგრძელებლად ლეიტენანტი გადაწყვეტს საქმის მონაწილეები იშხანი, ავაგი, პავლე, ზავენი და რევაზი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანოს. და რაკი იმ დღეებში ცხვრები სოფლიდან დამზადების სადგურში უნდა წაეყვანათ, მთების გავლით ქალაქში მიდიან და თან მიჰყავთ დამზადების ფარა.

ნახეთ მეტი
Back to top button