კულტურა

სომეხმა ლარი გაგოსიანმა მონროს პორტრეტი 195 მილიონ დოლარად იყიდა

ამერიკელი მხატვრის ენდი უორჰოლის მიერ შექმნილი მერილინ მონროს ერთ-ერთი პორტრეტი Christie’s-ის აუქციონზე 195,04 მილიონ დოლარად გაიყიდა და რეკორდი დაამყარა, როგორც ამერიკული ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, იუწყება artnews.com.

ჰოლივუდის დივას Shot Sage Blue Marilyn-ის პორტრეტი, რომელიც მონროს გამოსახავს ღია ფირუზისფერ ფონზე, უორჰოლმა შექმნა აბრეშუმის ტრაფარეტული ბეჭდვის მეთოდით. მხატვრული ნამუშევარი 1964 წელს, მსახიობის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ შეიქმნა და ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი სიმბოლოა.

ნახატის საბოლოო ფასი თითქმის დაემთხვა ექსპერტების მოლოდინებს, რომლებმაც მისი ღირებულება 200 მილიონ დოლარად შეაფასეს.

საერთო ჯამში, სამუშაოზე განაცხადი ოთხმა მყიდველმა მიიღო, მაგრამ აუქციონში გამარჯვებული სომეხი არტდილერი ლარი გაგოსიანი გახდა.

ნახეთ მეტი
Back to top button