კულტურამთავარი

სომხური კვირეულის ფარგლებში იტალიაში არაერთი ღონისძიება გაიმართება

9 მაისს სომხეთის  ელჩმა იტალიაში ცოვინარ ჰამბარძუმიანმა  ქალაქ  პრომბინოში მონაწილეობა მიიღო სომხური კვირეულის გახსნაში, რომელიც ორგანიზებული იყო ქალაქის მერიის მიერ. ელჩი გამოვიდა სიტყვით, სადაც დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იტალიაში სომეხთა გენოციდისა და არცახის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს.

ამის შესახებ  ნათქვამია  იტალიაში სომხეთის საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

მწერალ-ჟურნალისტმა ლეტიცია ლეონარდიმ წარმოადგინა როგორც სომეხთა გენოციდი, ასევე ბოლოდროინდელი არცახის ომი, ასევე სომხეთსა და არცახში არსებული ვითარება.

სიტყვით გამოვიდნენ ასევე ფოტოგრაფი ანდრეა ოლივი და “ვერსალის დანტას” თეატრალური ჯგუფის დირექტორი ანჯელა თორიან- ევანგელისტი.

სომხური კვირეულის ფარგლებში 8-16 მაისს პიომბინოში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

ნახეთ მეტი
Back to top button