კულტურამთავარი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ჰოლანდიაში ძველი სომხეთის საგანძურის ამსახველი გამოფენა გაიხსნა

ნიდერლანდების სამეფოს ასენში სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო დრენცის მუზეუმში „არარატის ჩრდილში. ძველი სომხეთის საგანძური” სახელწოდებით გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში. როგორც „არმენპრეს“-ის კორესპონდენტი იტყობინება, გამოფენის გახსნის ოფიციალური ცერემონია ჯოზეფ ეკლესიაში ნიდერლანდების კულტურული ასოციაციის „აბოვიანის“ პრეზენტაციით დაიწყო.

სიტყვით გამოვიდა დრენცის მუზეუმის დირექტორი ჰარი თიუპანი. მისივე თქმით, ჩვენება 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გამო გადაიდო.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს უნიკალური გამოფენა ხელს შეუწყობს სომხეთის კულტურისა და ხელოვნების უფრო ცნობადი და მიმზიდველი გახდეს ნიდერლანდების მეგობარი ხალხისთვის. “გამოფენა კიდევ ერთხელ აჩვენებს თბილ, ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს სომხეთსა და ნიდერლანდების ხალხებს შორის”, – განაცხადა ფაშინიანმა.

გამოფენა ღია იქნება 30 ოქტომბრამდე. წარმოდგენილია 160 ძვირფასი ექსპონატი სომხეთის ისტორიის მუზეუმიდან, დედა საყდრის ეჯმიაწინის ხაზინადან. ასევე გამოფენილია ნოეს კიდობნის უნიკალური რელიქვია.

წარმოდგენილია ოქრო-ვერცხლის სამკაულები და თასები, იარაღი, ჭურჭელი, ცხოველებისა და მეომრების ბრინჯაოს ქანდაკებები.

ნახეთ მეტი
Back to top button