ეკონომიკა

ირანი მზად არის თურქმენეთიდან  სომხეთში გაზი სვოპით გადაიტანოს:  ჯავად ოჯი

ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოჯიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა სომხეთში თურქმენული გაზი სვოპ სისტემით გადაიტანოს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა საინფორმაციო სააგენტო „შანას“ განუცხადა, სადაც შეაჯამა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ სანოსიანთან შეხვედრა.

 „თურქმენეთიდან სომხეთში გაზის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებები დაიწყო და ამ მხრივ კარგ შედეგს მალე მივაღწევთ ქვეყნის გაზის ქსელის მაღალი სიმძლავრის გამო. დღევანდელი მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა კარგი შეთანხმებები გაზის, ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის გაზრდასა და ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებაზე“, – განაცხადა ოჯიმ.

გნელ სანოსიანთან შეხვედრისას ჯავად ოჯიმ გამოთქვა ირანის გაზის ეროვნული კომპანიის მზადყოფნა გაზარდოს გაზის ექსპორტი მეზობელ სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button