საერთაშორისო

მედიამენეჯერები ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით კელი დეგნანს ხვდებიან։ rustavi2.ge

მედიამენეჯერები აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ხვდებიან. განხილვის საგანი ნიკა გვარამიას პატიმრობაა.

პარალელურად, დღეს “მთავარი არხის” დამფუძნებლის მხარდასაჭერად ქუჩის პირველი პროტესტია დაგეგმილი. შეკრება საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და პარლამენტისკენ მსვლელობით გაგრძელდება.

“ჩვენი შეხვედრის მიზანი ქალბატონ კელი დეგნანთან არის ერთი, რომ მან მედიის წარმომადგენლებისგან მოისმინოს გზავნილები იმისა, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროცესი საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე,” – განაცხადა ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორმა ზურაბ გუმბერიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button