კულტურამთავარი

„მუზეუმის ღამე“ 21 მაისს

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველას იწვევს 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მონაწილეობა მიიღონ პანეევროპულ ღონისძიებაში „მუზეუმების ღამე“, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 21 მაისს.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლიდან აღინიშნება მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით. ფესტივალის მიზანია გააერთიანოს მუზეუმები საზოგადოების კაცობრიობის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევების ირგვლივ, ამავდროულად აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება  მუზეუმების პოტენციური როლის შესახებ ამ გამოწვევების დაძლევაში.

წელს სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყება 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს 21 მაისს გაგრძელდება მუზეუმების ღამის პანეევროპული ღონისძიებით, რომელსაც უერთდება 125 მუზეუმი სომხეიდან  და არცახიდან.

18 მაისს მუზეუმები ყველა დამთვალიერებლისთვის უფასო იქნება მუზეუმის სამუშაო საათებში, ხოლო 21 მაისს 11:00-დან 24:00 საათამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button